Загрузка...

1. კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ცნობილები არიან თავიანთი თავდაუზოგავობით, მათ შეუძლიათ საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერი გააკეთონ. ისინი შესანიშნავი შეყვარებულები არიან. შეუძლიათ, ზღვა სიყვარული გასცენ და პარტნიორის ბედნიერებისთვის არაფერს იშურებენ. მათ აქვთ უნარი ჩამოაყალიბონ სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა და შეუძლიათ თავიდან აირიდონ ისეთი მოვლენები, რომლებიც ურთიერთობისთვის საზიანოა.

კირჩხიბებს შეუძლიათ გაუგონ პარტნიორს და მხარი დაუჭირონ, მათი მეგობრებიც იყონ და შეყვარებულებიც. ერთადერთი ცუდი ის არის, რომ ძალიან ემოციურები არიან და ზოგჯერ მცირე უთანხმოებას დრამად გადააქცევენ ხოლმე, თუმცა ასე იშვიათად ხდება.

Загрузка...

ის წყენას ადვილად ივიწყებს და პატიებაც მარტივად შეუძლია. კირჩხიბებს მოსწონთ სტაბილურ გარემოში ცხოვრება, სახლში ფუსფუსი და ოჯახზე ზრუნვა. კირჩხიბ ქალთან თანაცხოვრება სიყვარულის ოკეანეში ცხოვრებას ნიშნავს. ის სახლს ღიმილით ათბობს, შესანიშნავი დიასახლისია და საოცრად მზრუნველი. კირჩხიბი ქალისთვის ოჯახი უმთავრესია.

2. ვერძი – მიუხედავად ძალიან ჯიუტი ხასიათისა, ასტროლოგები საუკეთესო ცოლების სამეულში მეორე ადგილზე ვერძებს ასახელებენ. ეს არის ქალი, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე უკან არაფერზე იხევს. დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. არ უნდა შეუქმნათ დაბრკოლება, პირიქით, უნდა დაეხმაროთ, მხარში ამოუდგეთ, ამ შემთხვევაში ნახავთ, რომ ის მართლაც საუკეთესო ცოლად გადაიქცევა და საყვარელ ადამიანზე ზრუნვა მისი პრიორიტეტი გახდება. საყვარელი ადამიანისთვის ის ყველაფერს გააკეთებს, შეუძლებელს შეძლებს.

ის შეიძლება მოგეჯაჭვოთ, თქვენ გარეშე ნაბიჯი არ გადადგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მანიპლირების საშუალებას მოგცემთ. მისი ძლიერი ხასიათი და ამბიციები თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება და წარმატებისკენ გიბიძგებთ. თქვენი წარმატების დიდი ნაწილი სწორედ თქვენი ვერძი მეუღლის დამსახურება იქნება.

ვერძი ამავდროულად მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა, ფოკუსირებულია დისციპლინაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი შვილები დამოუკიდებლები, მზრუნველები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან.

3. ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ძალიან მზრუნველები და პატიოსნები არიან. ზოგიერთი ლომს რთულ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ამის მიზეზი ის არის, რომ ის გულწრფელად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მისი პირდაპირობის გამო ბევრს არ უყვარს, მაგრამ როგორც ცოლს, ლომს ეს ჩრდილს ვერ აყენებს. ეს ქალი ძალიან პოზიტიურია, უყვარს ცხოვრება და მთელი გულით და ვნებით უყვარს პარტნიორი.

ლომი ძლიერი ქალია. მას მოსწონს, როცა მისი საყვარელი ადამიანი პოზიტივითაა სავსე. არ სჩვევია ცხოვრების გართულება.

ის პატივისცემით ექცევა ადამიანებს და შინაგანად მუდმივად ცდილობს ვინმე დაიცვას და თუ დაცვა საყვარელ ადამიანს სჭირდება, ნამდვილად არ დაიხევს უკან. ლომი სახლში მყუდრო, თბილ და მშვიდ გარემოს ქმნის.

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here