Загрузка...

კბილების გათეთრების 6 ბუნებრივი საშუალება

ბევრი ოცნებობს ჰოლივუდურ ღიმილზე, მაგრამ სამწუხაროდ ლამაზი ქათქათა კბილები ყველას როდი აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენი რედაქცია სტატიაში გთავაზობთ კბილების გათეთრების 6 ბუნებრივ საშუალებას. უფრო მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია…

1) სუფრის სოდა

სუფრის სოდა ბუნებრივი გამათეთრებელი საშუალებაა. მისი ოქსიდანტური თვისებების გამო ის ბევრი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის. ჩაის კოვზის მეოთხედი და ცოტაოდენი წყალი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული ფაფით კბილის ჯაგრისით კბილები გაიხეხეთ. სოდა კბილებს არ დააზიანებს. ის თანდათანობით მათ გაათეთრებს.

2) ჭამეთ ყველი

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც კბილებს გაწმენდს და გაამაგრებს არის ყველი.მის შემადგენლობაში ბევრი კალცია, თუმცა ყველის ზედაპირის სტრუქტურა გამწმენდი თვისებებითაც ხასიათდება.ეფექტურია მაგარი ყველის სახეობები. მაგალითად ჩედერი.

3) გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი სავლებ საშუალებად

სავლებად საკმარისი იქნება 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. 15 წუთის განმავლობაში გამოივლეთ პირის ღრუ. ეს ზეთი ბაქტერიებს და კბილების ნალექს სპობს.

4) ჭამეთ ვაშლი

ვაშლი კბილებისთვის ერთერთი საუკეთესო ბუნებრივი მათეთრებელია. ის კბილის ემალის ნალექისგან გაწმენდას უწყობს ხელს და როგორც მარწყვი ვაშლის მჟავას შეიცავს, რომელიც კბილების გათეთრების ეფექტური საშუალებაა.

5) თბილი მარილიანი წყალი

მარილი კბილების გათეთრებასა და ღრძილების მოვლაში დაგეხმარებათ, რადგან მას ანტიბაქტერიული ზემოქმედების უნარი აქვს.1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ.

6) დალიეთ წყალი ან რძე

რძე შეიცავს კალციუმს, რაც კბილების ემალის სიმყარეს უწყობს ხელს და კბილებს და ყბის ძვლებს ამაგრებს. წყალი კი საუკეთესო ბუნებრივი გამწმენდია. ის ბაქტერიული ნალექის ჩამორეცხვაში დაგეხმარებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *