Загрузка...

1. ვერძი – თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს მსგავსად ენერგიული და თავგადასავლების მოყვარულია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე წარმატებული მაშინაა სასიყვარულო ურთიერობა, როცა თქვენგან განსხვავებულ ადამიანს ხვდებით, რომელსაც შეუძლია მიწაზე დაგაბრუნოთ და დაგანახოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.

2. კურო – მაშინაც კი, როცა გული გეუბნებათ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის კარგია, ჯიუტდებით და არ მიჰყვებით გულისთქმას. ზოგჯერ გიპყრობთ სურვილი, რომ სითბო და სიყვარული ყველას გაუნაწილოთ და ამ ყველაფერს არასწორ პარტნიორამდე მიჰყავხართ.

Загрузка...

3. ტყუპები – როცა ვინმე თქვენს უფრო ახლოს გაცნობას მოინდომებს, მის მოშორებას ცდილობთ. ამ დროს მოსალოდნელი ტკივილისგან თავდაცვას ცდილობთ. რეალურად გჭირდებათ ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც სასიამოვნო იქნება, რომელსაც თქვენს გრძნობებს და ფიქრებს გაუზიარებთ. ხშირად იმ ადამიანთან ხართ, ვისაც თქვენი შინაგანი სამყარო არ აინტერესებს და სწორედ ამ დროს უშვებთ დიდ შეცდომას.

4. კირჩხიბი – გსურთ, რომ თქვენზე იზრუნონ. გსურთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი რომლის გონებაშიც თქვენ გარდა არავინ და არაფერი არ იქნება. ზოგჯერ ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი ადამიანი იპოვნეთ და სინამდვილეში ცდებით. რეალურად არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე იფიქრებს და იზრუნებს. თქვენს შესაფერ პარტნიორს იპოვნით მაშინ, როცა მსგავს დამოკიდებულებას შეიცვლით.

5. ლომი – ბუნებით ლიდერები ხართ და გაქვთ უნარი მიიღოთ ცხოვრებაში ის, რაც გსურთ. ადამიანებთან ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ ასრულებთ ურთიერთობას. გსურთ პარტნიორი, რომელიც ყველაფერზე დაგეთანხმებათ, მაგრამ სწორედ ამ დროს ცდებით. თქვენთვის იდეალური იქნება პარტნიორი, რომელიც ხშირად გეტყვით „არას“. ზოგჯერ საჭიროა არას თქმა. შეუძლებელია, ადამიანები ყველაფერზე გეთანხმებოდნენ.

6. ქალწული – თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა გადაჭარბებით ფიქრია. ბევრი ფიქრის გამო ადამიანები ხშირად არასწორ გადწყვეტილებას იღებენ. უმეტეს შეთხვევაში, სპონტანურობას უფრო მოაქვს კარგი შედეგი. ბევრი ფიქრის გამო თქვენთვის შეუფერებელ პარტნიორთან აღმოჩნდებით ხოლმე. გვერდით კომუნიკაბელური, სასიამოვნოდ მოსაუბრე ადამიანი გჭირდებათ, რომელიც მუდამ მხარს დაგიჭერთ.

7. სასწორი – ძალიან მომხიბვლელი და შარმიანი ხართ, მაგრამ ხშირად რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ არა იმ ადამიანთან, რომლითაც თავად ხართ აღფრთოვანებული, არამედ მასთან, ვინც თქვენითაა მოხიბლული. მედნიერებისთვის აუცილებელია, რომ თქვენც გრძნობდეთ სიყვარულს პარტნიორის მიმართ.

8. მორიელი – თქვენ ცდილობთ ყველასთან გააბათ ფლირტი, ყველასთან გააბათ სასიყვარულო ურთიერთობა. ამის გამო ხშირად გყავთ თქვენთვის შეუფერებელი პარტნიორი. როცა ურთიერთობას სერიოზულად შეხედავთ, იპოვით თქვენს შესაფერ პარტნიორს, რომელსაც კარგად შეეწყობით. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც სინამდვილეში ხართ.

9. მშვილდოსანი – ოპტიმისტი, მხიარული და მოსიყვარულე ხართ და ასეთი პიროვნული თვისებების გამო, ადამიანებს იზიდავთ. ცხოვრებისეულ საკითხებს მსუბუქად უყურებთ და გავიწყდებათ, რომ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. სანამ ასე მსუბუქად შეხედავთ სასიყვარულო ურთიერთობას, მანამდე თქვენს შესაფერ პარტნიორს ვერ იპოვნით. გჭირდებათ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც შეძლებს აჰყვეს თქვენი ცხოვრების რიტმს.

10. თხის რქა – თქვენი დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა უმნიშვნელოვანესია და დიდი როლს ასრულებს წარმატების მიღწევის კუთხით. როგორც წესი, შრომისმოყვარე და თავდაჯერებულ ადამიანს ეძებთ, მაგრამ შეცდომას უშვებთ. როცა პარტნიორი თქვენ გგავთ, მას ვერ ეწყობით და სასიყვარულო ურთიერთობა წარუმატებელია. გვერდით უნდა გყავდეთ ადამიანი, რომლის გვერდითაც შეძლებთ განიტვირთოთ, რომელიც გაჩვენებთ, რომ სამყაროში მუშაობის გარდა სხვა, უფრო სასიამოვნო რაღაცებიც არსებობს.

11. მერწყული – ძალიან ემოციური ხართ, სწორედ ამ ემოციურობის გამო არასწორ პარტნიორს ირჩევთ. შესაძლოა, უცებ ვიღაცით მოიხიბლოთ, ემოციებს აჰყვეთ და ფიქრობდეთ, რომ საუკეთესო პარტიორი იპოვნეთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სჯობს სცადოთ არ აჰყვეთ გრძნობებს, ადამიანი კარგად გაიცნოთ და განსაზღვროთ, შეგეფერებათ თუ არა თქვენ.

12. თევზები – ყოველთვის ეხმარებით ადამიანებს და თან ისე, რომ მათგან არაფერს ელით. პრობლემა ისაა, რომ ამის გამო ადამიანები ზოგჯერ თქვენით მანიპულირებენ. იციან, თუ შეგებრალებათ, აუცილებლად დაეხმარებით. შესაძლოა, ადამიანი შეგებრალოთ და ამის გამო შეიყვაროთ და ასეთი ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება. სწორ არჩევანს მაშინ გააკეთებთ თუ იქნებით ადამიანთან, რომელიც პატივს სცემს თქვენს შეხედულებებს, უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ და არა იმიტომ, რომ მისთვის რაღაც გააკეთეთ, ან გააკეთებთ.

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here