Загрузка...

15 ხრიკი, რომელიც გოგონებს ცხოვრებას გაუიოლებს

ყველა გოგონამ იცის, თუ რამდენი დრო და ენერგია სჭირდება თავის მოვლას, რომ გამოიყურებოდეს საუკთესოდ. Simp.Ge-ს გვინდა გაგიმარტივოთ ცხოვრება და გთავაზობთ 15 ხრიკს, რომლის საშუალებითაც დაზოგავთ ძალებსა და დროს.

ალტერნატიული გელი წარბებისთვის

გელის ნაცვლად წარბებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ჩვეულებრივი სპრეი. დაასხით ლაკი წარბების ფუნჯს ან წამწამების ჯაგრისს და გადაისვით წარბებზე. გაშრობამდე მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა.

ფრჩხილების გათეთრება

მანიკიურის ხშირი გამოყენებისას ფრჩხილი ხშირად ყვითლდება. რომ დავუბრუნოთ ჯანსაღი ფერი, ამისათვის ბამბა დაასველეთ ლიმონის წვენში, დაიდეთ ფრჩხილებზე და შემდეგ გადაიხვიეთ ”ფოლგის” ქაღალდი. გაიჩერეთ 10-15 წუთი და მოიხსენით.

კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადა

ამ ნიშნით გამომცემლები პროდუქტზე უთითებენ ვარგისიანობის ვადას მისი გახსნის მომენტიდან. რომ არ დაგავიწყდეთ, როდის იწურება მოხმარების ვადა, მარკერით დააწერეთ ამოწურვის თარიღი და შემდგომში აღარ გამოიყენოთ იგი.

მოტეხილი ფრჩხილი

ჩვეულებრივი ჩაის პაკეტი დააგეხმარებათ კატასტროფულ მდგომარეობაში, რომელიც გამოიხატება მოტეხილ ფრჩხილში. გადმოყარეთ ჩაის ფერი, პაკეტს მოაჭერით პატარა ნაწილი, წაისვით უფერო ლაკი და დაიკარით. მოაჭერით ზედმეტი ნაწილი და მიეცით ფრჩხილის ფორმა. შემდეგ ისევ დაიტანეთ საბაზისო უფერო ლაკი.

თვალის წვეთები გამშრალი ტუშისთვის

გამშრალი ტუშის რეანიმაციისთვის გამოიყენეთ თვალის წვეთები ან ლინზის შესანახი სითხე. ჩაასხით ფლაკონში რამოდენიმე წვეთი და შეანჯღრიეთ. ტუში გამოყენებისთვის მზად არის.

თმის უთოები

თმის გასასწორებელი ან ტალღოვანი უთოები შეგიძლიათ გაწმინდოთ შემდეგნაირად: საჭმლის სოდას შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და ამ ნარევში დასველებული რბილი სალფეთქით ფრთხილად გაწმინდეთ კერამიკული ზედაპირი. შემდეგ კი შეამშრალეთ.

გლუვი პომადა

პრიალა პომადიდან რომ გლუვი მიიღოთ, ამისთვის დაგჭირდებათ ლოყების შესაფერადებელი ფხვნილი, ე.წ. – ‘რუმიანა’. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ფერები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალი ჩრდილებიც.

იდეალური მანიკიური

სანამ ფრჩხილების შეღებვას დაიწყებთ, ნუნებზე დაიტანეთ ტუჩის ბალზამი ან ვაზელინი. ლაქის წასმის შემდეგ იოლად მოიშორებთ ზედმეთ შტრიხებს.

კოსმეტიკის შენახვა მოგზაურობისას

მოგზაურობისას რომ არ დაგიზიანდეთ ისეთი ტიპის კოსმეტიკა, როგორიცაა – პუდრა, თვალის ჩრდილი და ლოყის შესაფერი ფხვნილი, თავსახურის შიგნით მოათავსეთ ბამბა. ის ამოავსებს სიცარიელეს და რისკი მათი დაზიანებისა, მკვეთრად დაიკლებს.

თეფში ფუნჯების დასარეცხად

სწრაფად და ეფექტურად რომ გარეცხოთ კოსმეტიკური ფუნჯები, ამისათვის უნდა მოიქცეთ ასე: აიღეთ ერთჯერადი თეფში, დაასხით წებო ფიგურების და შტრიხების სახით. როდესაც წებო გაშრება, თეფშზე დაასხით ნებისმიერი ასაქაფებელი სითხე და გარეცხეთ ფუნჯები, სანამ არ ექნება სუფთა წყალი.

გამშრალი ლაინერი

თუ თქვენი ლაინერი გამოშრა, ფრთხილად ამოიღეთ ბუდიდან და შემოაბრუნეთ.

საბავშვო ზეთი საპარსი ქაფის ნაცვლად

შეგიძლიათ პარსვისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი ფირმის საბავშვო ზეთი. ამით არამარტო თავიდან აირიდებთ კანის გაღიზიანებას, არამედ დაატენიანებთ კიდეც მას.

ბალზამი ქუსლებისთვის

იმისათვის , რომ ქუსლები წესრიგში გქონდეთ, გამოიყენეთ შემდეგი მინარევების აბაზანა:

  • 2 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ჭიქა ძმარი
  • 1 ჭიქა პირის ღრუს სითხე

დამუხტული თმები

ცივ ამინდებში დამუხტული თმების პრობლემა უფრო აქტუალურია. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი მშრალი ხელსახოცის ქაღალდები. კარგად დაიმუშავეთ თმები და თქვენი თმა დაკარგავს დამუხტვის უნარს.

მუქი და მკვეთრი ფერის პომადები

 

იმის შემდეგ, რაც პომადას წაისმევთ, ჩაიდეთ თითი პირში და მოუჭირეთ ტუჩები. პომადის ზედმეტი ნაწილი დარჩება თითებზე და თქვენ თავიდან აიცილებთ საცხის კბილებზე გადასვლის საშიშროებას. ამის შემდეგ გამოიყენეთ ტუჩის კონტური და მიეცით მას ფორმა.

ხრიკები მოგზაურობისთვის

იოლად მოიშორებთ ინფექციურ წარმონაქმნს თმის სარჭის დახმარებით. ასევე , არ გადააგოთ ბრიტვის თავსახური, როცა შეიძენთ. მუდმივად თავზე დააფარეთ და ამით თავიდან აირიდებთ ხელის გაჭრის ალბათობას, როდესაც ჩემოდანში დაიწყებთ რაიმე ნივთის მოძებნას.

loading…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *