Загрузка...

40 რამ ბიჭების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე

ბიჭები… როგორც არ უნდა გვაბრაზებდნენ, მათ გარეშე მაინც ცოტათი ძნელია.

როგორც ამბობდნენ ყველა გზა რომში მიდისო, ხოდა ბიჭებთანაც ასეა: გაგვაბრაზებენ, ნერვებს მოგვიშლიან, მერე სხვას ვნახავთ და ვიტყვით, ეს ისეთი არ არის, ეს სხვაა. მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება.

შემდეგ იწყება კონსულტაციები “გამოცდილ” დაქალებთან და ტირილი, გულის მოფხანა მათზე. თუმცა იქნება ყველფერი ბიჭების ბრალი არ არის? ხომ ამბობენ კაცები მარსიდან არიან და ქალები ვენერიდანო. ცოტა მეტად რომ მოვინდომოთ იქნება მათიც გავიგოთ და ყველაფერი ბევრად უფრო იოლი იყო.

Загрузка…

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცი, მაგრამ მე მაინც ერთად შევაგროვე და გადავთვალე, სულ 40 გამომივიდა. მზად ხარ? მოკლედ ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

40 რამე ბიჭებზე

  1.  ბიჭები ექსტრასენსები არ არიან, ამიტომ შენი არაპირდაპირი ნათქვამის გაგება უჭირთ, ყოველთვის პირდაპირ უთხარი, რისი თქმაც გინდა.
  2. ბიჭებს არ მოსწონთ პაიკის როლის თამაში, ამიტომ ნუ წარადგენ მას შენს მეგობრებთან ისე, თითქოს ის პრიზია, რომელიც უნდა შეშურდეთ.
  3. ბიჭები ბუნებით მესაკუთრეები არიან, ასე რომ ფრთხილად იყავი.
  4. XXI საუკუნის მიუხედავად ბიჭების დიდ ნაწილს მაინც არ მოსწონთ, გოგონები რომ სიგარეტს ეწევიან (ისე, მე ბიჭებზეც არ მომწონს).
  5. ბიჭებთან ერთად ყოფნისას ივარჯიშე მსუბუქად, ნუ შეეცდებით მაინცდამაინც მათი თანდასწრებით დაიკლო წონაში და ჩადგე ფორმაში, ის ამ დროს აუცილებლად იფიქრებს, რომ თავს იტანჯავ და ვერც მიხვდება რატომ.
  6. ბიჭებს მოსწონთ, როცა უსმენ.
  7. კამათის დასრულება სიტყვებით “როგორც გინდა” ან “შენი ნებაა” მათთვის არ არის მისაღები.
  8. თუ გინდა სექსი, უბრალოდ უთხარი.
  9. ნუ დაელოდები, რომ ბიჭები ისეთ სასიამოვნო სიტყვებს გეტყვიან, როგორც ეს კინოში ხდება, იყავი რეალისტი, შეიძლება 10 ბიჭმაც კი ვერ მოახერხოს იმის თქმა, რასაც კინოში ერთი ბიჭი ამბობს.
  10. ბიჭების აზრით, მხოლოდ მოდელებმა უნდა ატარონ ის აბდაუბდა, რასაც მოდურ ჟურნალებში ათვალიერებ.
  11. ბიჭები ძალიან ეჭვიანები არიან, ამიტომ თუ მას მოსწონხარ, უნდა, რომ ის ერთადერთი ბიჭი იყოს, ვისაც ელაპარაკები, სხვა ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
  12. მიუხედავად ყველაფერისა, მათ შეუძლიათ თავისი ლანჩის ფულით შენთვის ყვავილები იყიდონ.
  13. ბიჭებსაც სჭიდებათ დაჯერება, რომ ისინი ისევ სასურველები არიან.
  14. მათ არ აინტერესებთ, როგორი მაღალფარდოვანი და არისტოკრატიული ხარ, მათთვის სულერთია თუ შენ “სწერვა” ხარ.
  15. ბიჭები მზად არიან, გააკეთონ ნებისმიერი საინტერესო რამე შენთან ერთად, ასე რომ უბრალოდ უთხარი.
  16. ბიჭები იმაზე უფრო ემოციურები არიან, ვიდრე შენ ფიქრობ.
  17. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ შენ შეამჩნიო.
  18. მაინცდამაინც არ აკვირდებიან დეტალებს და თუ შენ რამოდენიმე სანტიმეტრით შეიმოკლე თმა ნუ ელოდები, რომ ისინი შენი დაქალებივით მალევე შეამჩნევენ ამას.
  19. ბიჭებს მოსწონთ პორნოს ყურება.
  20. 6 თვის წინ ნათქვამ მის სიტყვებს ნუ გამოიყენებ არგუმენტად, მაქსიმუმი 1 კვირის წინანდელი ნათქვამი გაუმეორო.
  21. “თამაში დაიწყო” ეს მათი აზრით მობოდიშების ყველაზე კარგი ფორმაა.
  22. სამზარეულოში ტრიალი კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის გოგოს, ყოველ შემთხვევაში ჩემმა ძმებმა მას შემდეგ გადაიფიქრეს ჩემი სახლიდან გაშვება და ჩემს ნაცვლად ძაღლის მოყვანა, როცა ნამცხვრების ცხობა კარგად ვისწავლე 😀 😀 😀
  23. არ შეიძლება იმაზე გაბრაზდე, თუ შენი შეყვარებული უარს გეტყვის შენი რომელიმე დაქალი გაურიგო მის მეგობარს, კაცური სოლიდარობა.
  24. შენ მოგწონს, როცა ბიჭები გეპატიჟებიან სადილად და ისე მათაც მოსწონთ, როცა გოგოები აკეთებენ იგივეს.
  25. ერთადერთი, რისი თქმაც მათ უნდათ სექსის შემდეგ, ეს არის “ძილი ნებისა”.
  26. მათი გაკრიტიკება მანქანის ტარებისას არ შეიძლება.
  27. გინდა დაიჯერე, გინდა არა, ბიჭების 99% არ უნდა შენი წყენინება.
  28. ბიჭები შეიძლება მთელი დღის მანძილზე ეფლირტავებოდნენ სხვა გოგონებს, მაგრამ ძილის წინ მხოლოდ იმ ერთადერთზე ფიქრობენ.
  29. მათ არ უყვართ, როცა შენ ყოფილზე ლაპარაკობ, არ აქვს მნიშვნელობა მოიხსენიებ მას ცუდ თუ კარგ კონტექსტში.
  30. თუ ბიჭი თავისი პრობლემის შესახებ გიყვება, არ აჩქარდე, რჩევის მიცემა მას არ სჭირდება, უბრალოდ ადამიანი უნდოდა, ვინც მოუსმენდა.
  31. არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ბიჭები განიცდიან სპორტის შედეგებს და იცინიან ემოციური დრამის ყურებისას, ისინი ხომ არ არიან ისე მოწყობილები, როგორც ჩვენ.
  32. ერთ–ერთი ნიშანი იმისა, რომ ბიჭს მოსწონხარ არის ის, რომ ის შენ გაბრაზებს და გაღიზიანებს, ამაზე არის ნათქვამი, ქართული სიყვარული სულ ლანძღვა-გინებააო 😀
  33. თუ ბიჭი ამბობს თავის მეგობრებთან, რომ ის შენზე ჭკუას კარგავს, ეს მართალია, ბიჭები ამას იშვიათად აკეთებენ .
  34. თუ ბიჭი სერიოზულად იწყებს ლაპარაკს, აუცილებლად მოუსმინე, ისინი ამას იშვიათად აკეთებენ და აუცილებლად რაიმე მნიშვნელოვანს გეტყვის.
  35. მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
  36. ბიჭები უფრო მეტს ლაპარაკობენ გოგოებზე, ვიდრე გოგოები ბიჭებზე – აი, ეს სრული სიმართლეა 🙂
  37. ბიჭებს უნდათ, რომ მათი შეყვარებულები ბედნიერები იყვნენ, უბრალოდ ხანდახან არ იციან, როგორ გააკეთონ ეს.
  38. ყველა ბიჭი იდიოტი არ არის, თუ ერთმა მათგანმა გული გატკინა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია, ამიტომ ნუ უსმენ შენს დაქალებს, როცა ამბობენ ყველა კაცი ერთნაირიაო, ყველა კაცი ინდივიდუალურია 🙂
  39. ბიჭებს მოსწონთ ნაწნავებიანი გოგონები.
  40. ბიჭები ფეხბურთს და ვიდეო თამაშებს იმდენი ხანი თამაშობენ, დაახლოებით რაც ჩვენ გვჭირდება მაკიაჟის გასაკეთებლად და ახალი რომანების წასაკითხავ.

Загрузка…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *