Загрузка...

5 ნიშანი იმისა, რომ მას თქვენგან მხოლოდ სექსი უნდა

ის ფაქტი, რომ ყველა კაცი მხოლოდ “ერთი რამ” სურს ბოლომდე გამართლებული არაა. დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რა თუ რა ტპის ურთიერთობა სურს თქვენგან კაცს და როგორ უნდა გაარკვიოთ ეს. ერთი მხრივ, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ კაცისაგან მხოლოდ ქალის მოხიბვლის სურვილის არსებობა ცუდია. მხოლოდ სექსუალური ურთიერთობების ქონდა გარკვეულწილად თავდაჯერებულობას მატებს კაცს. ასეთმა მამაკაცმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საკუთარ მიზანს. ამავდროულად მას ზედმეტად არ აწუხებს შეყვარებულის არსებობა და არც პასუხისმგებლობა. როგორ მივხვდეთ, რომ კაცს მხოლოდ სექსი უნდა?

loading…


1. საკუთარ თავს ოცნების მამაკაცად წარმოაჩენს – ამისათვის, როგორც წესი, ის კარგად შეისწავლის იმ ქალთა სურვილებს, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. თავიდან შორიდან აკვირდება ქალს, იგებს თუ რითი შეუძლია მისი მოხიბვლა, რა ინტერესები აქვს. ამ დროს კაცი არ იყენებს მისალმებისა და გაცნობის ბანალურ მეთოდებს. ცდილობს გამორჩეული იყოს და საკუთარ ერუდიციას გაუსვას ხაზი. საუბრის დროს ცდილობს თავი იდეალურ კაცად წარმოაჩინოს. ამბობს, რომ იდეალურ ქალს ეძებს და ამით ქალს თავს კარგად აგრძნობინებს.

2. ემოციებით ავსებს ურთიერთობას – ასეთ კაცთან ურთიერთობა ვნებითაა სავსე და ამავდროულად ემოციების მთელი პალიტრა თქვენს წინაშეა, იქნება ეს ეიფორიული თუ ნეგატიური. იქნება ყველაფერი ; ეჭვიანობა, აღშფოთება, შიში და ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით ტკბილად მოგეჩვენებათ შერიგების წუთები. კაცს, რომელსაც გრძნობათა მთელი ფეიერვერკის ჩუქება შეუძლია ქალს ძალიან იზიდავს. თუმცა, ვინაიდან ვსაუბრობთ კაცზე, რომელსაც მხოლოდ სექსი უნდა დაიმახსოვრეთ, ის თავიდან საოცრად რომანტიული იქნება, შემდეგ კი უეცრად ისე გაქრება მთელი ცხოვრება ვეღარ იპოვით.

3. საკუთარ თავს იმ პრიზად თვლის, რომლესაც მოპოვება ჭირდება – ის ყოველთვის უარყოფითად ზემოქმედებს ქალის თვითშეფასებაზე. მაგალითად გეუბნებათ, რომ თქვენს ასაკში უკვე გათხოვების დროა. ამ გზით საკუთარ თავს თქვენს უკანასკნელ შანსად წარმოაჩენს. გიყვებათ სევდიან ისტორიას, იმაზე თუ როგორ ატკინეს გული და როგორ დაცლილია გრძნობებისაგან. ამით ის კონკურენტულ სიტუაციას გიქმნით. გაჩვენებთ, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალებიც არიან და თქვენ ცოტა უნდა გააქტიურდეთ. ამ დროს ქალი მართლაც იწყებს უკეთესობისაკენ ცვლილებას მხოლოდ კაცის გამო.

4. უჭირავს დისტანცია – კაცი რომელიც არ გეგმავს ხანგრძლივ ურთიერთობებს მალევე გადადის ფიზიკურ კონტაქტზე. მაგრამ ამავდრიულად მუდამ დისტანციაზეა. ქალს ეკითხება ყველაფერს ცხოვრების, სამსახურის, პრობლემების შესახებ, თვითონ კი საკუთარ თავზე არაფერს არ ამბობს. თითქოს დაახლოებით ქმნის თავის სახეს და ამავდროულად მაინც ბურუსით მოცული რჩება მისი ცხოვრებისეული დეტალები, სად მუშაობს, რას აკეთებს, ვინ არიან მისი მეგობრები. ის არასოდეს არ აცნობს ქალს თავის ახლობლებს. ისაა კაცი, რომლეიც ქალებს არ უშვებს თავის ცხოვრებაში.

5. სუპერ თავდაჯერებულია საკუთარ თავში – გაცნობის დღიდანვე ცდილობს მალე დაგიახლოვდეთ. თქვენთან ახლოს ჯდება, ხელს გადებთ და ცდილობს მალე მოაღწიოს თქვენამდე. რეალურად ეს სულაც არაა კაცისგან სასიამოვნო ჟესტი. ასეთი კაცი თავიდან ცოტა ეჭვობს სწორად მიდის თუ არა დაახლოვება, რადგან მასაც ხომ შეიძლება უარი უთხრან. თუმცა ის მალევე იგებს გამოუვა თუ არა ამ ქალთან საქმე და უკვე თავდაჯერებულობაც ჩნდება. ის თავს ისე აჩვენებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს ქალის სურვილები, რადგან თვითონ მაინც თავისას მიიღებს.

loading…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *