Загрузка...

5 ნაბიჯი, რომელიც “აიძულებს” მამაკაცს ცოლად მოგიყვანოთ

გაქვთ ურთიერთობები, მაგრამ  ‘სერიოზულად’ არავინ გიყურებთ?! ფიქრობთ, რომ იდეალური ცოლი იქნებით, თუმცა თქვენს მეორე ნახევარს ამაზე საერთოდ არ უფიქრია?! ფიქრობთ, რომ “ის” იდეალურია თქვენი შვილებისთვის, მაგრამ ამაზე მხოლოდ თქვენ ფიქრობთ?!

რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პრობლემა დღეს ძალიან აქტუალურია. იმისათვის, რომ მამაკაცს “ვაიძულოთ” ცოლად მოგვიყვანოს,  გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ.

–1– იყავით ყოველთვის სექსუალური და ყოველთვის ფორმაში

რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. არ მოდუნდეთ არასდროს. არც სახლში და არც გარეთ! გათხოვების შემთხვევაშიც კი, სხვებისთვისაც უნდა იყოთ სასურველი. მამაკაცების უმრავლესობას მოსწონს, როდესაც  ქალი(შეყვარებული, ცოლი) ყურადღების ცენტრშია.

 

–2– გამოიკეთეთ განწყობილება

ფიქრობთ, რომ კარგი ხასიათი გაქვთ? ძალიან კარგი, თუ ასეა! მაგრამ ყოველთვის მის ხასიათზე არ ხართ?! უნდა იყოთ! შეეცადეთ არ შეიმჩნიოთ, განსაკუთრებით გაძლიერდით PMS-ის დროს! მესმის რთულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად  ბრძოლაა საჭირო.

–3– გახდით კარგი კულინარი

მართალია 21–ე საუკუნეა,მაგრამ ქალი სამზარეულოში ისევ  მოთხოვნადია! კაცებს სიამოვნებთ, როდესაც ქალს

“კარგი ხელი” აქვს.  თან ძალიან!  არ გამოგდით? ეცადეთ გულით გააკეთოთ და  მერწმუნეთ, გამოგივათ!

 

–4– ხანდახან გაჩუმდით

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაინტერესებთ, რას ფიქრობს თქვენი მეწყვილე მომავალზე, უნდა “მოკეტოთ”! მესმის, რომ რთულია და ცნობისმოყვარეობა გკლავთ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ. მიეცით მამაკაცს ფიქრის საშუალება, რაოდენ გრძელი და მტკივნეული დროც არ უნდა გავიდეს.  ეცადეთ ტვინი არ გაუბურღოთ მომავალზე ლაპარაკით!

–5– დააკმაყოფილეთ

და ბოლოს ყველაზე მთავარი. თუ გაქვთ თქვენს საყვარელ ადამიანთან სქესობრივი ურთიერთობა, მაშინ  იყავით საწოლში “უკანასკნელი ბოზი” სასურველია ქორწინებამდე პარტნიორები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, თუმცა ეს თქვენ გადაწყვიტეთ.  თუ არ გაქვთ სექსი, მაშინ ეცადეთ თქვენი თავი ისე მოანდომოთ, რომ ცოლად მოგიყვანოთ, რაც კიდევ უფრო რთულია! კიდევ უფრო კარგად მოგიწევთ, ჩემ მიერ მოცემული რჩევების დაცვა!

ამ ყველაფრის შემდეგ, კარგად დაფიქრდით! ხართ თუ არა მზად, დაუთმოთ ცხოვრება თქვენს რჩეულს?! გააკეთებდა თუ არა, ის ყველაფერს თქვენი გულისთვის?! და ბოლოს ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ! წარმატებები პირად ცხოვრებაში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *