Загрузка...

5 ნიშანი, რომ პარტნიორი შესაძლოა გღალატობთ


იდეალური პარტნიორი იშვიათია. მაშინ როდესაც ადამიანის ბუნება ღალატისაკენ არის მიმართული, რთულია შეინარჩუნო ურთიერთობა, რომლის სიმყარეშიც ეჭვი არ შეგეპარება, რომელიც ასი პროცენტით ნდობაზე იქნება დამყარებული და ა.შ. სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომ პარტნიორი შესაძლოა გღალატობთ…

1) ჩვევების შეცვლა

loading…


თუ თქვენი პარტნიორი მოულოდნელად ან თანდათანობით წყვეტს სახლში დაბრუნებას იმ დროს, როცა ამას ჩვეულებრივ აკეთებდა, ეს კარგის ნიშანი არ არის, ამბობს დოქტორი ტესინა. ჩვევების ცვლილებები, ისევე როგორც უფრო მეტ ფულის დახარჯვა, უკეთესად ჩაცმა და ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე, როცა ამას ადრე ყურადღებას არ აქცევდა ან გახშირებული სატელეფონო ზარები, ეს ყველა უნდა იყოს დიდი წითელი დროშები, რომლებიც შეიძლება ღალატზე მიუთითებდნენ.

2) სამუშაო ხდება გასაიდუმლოებული

გემახსოვრებათ, თუ რამდენად ხანგრძლივი საუბრები გქონდათ იმის შესახებ, თუ რას აკეთებდით მთელი დღის განმავლობაში, მუდმივი ჩეთები, წერილები და ტექსტები? მიუხედავად იმისა, რომ ფლირტი და ვნება, რომელიც ადრეულ პერიოდში არსებობდა სავარაუდოდ დროთა განმავლობაში განელდა, თუმცა ეს შეიძლება იყოს ცუდი ნიშანი, თუ თქვენი პარტნიორი წყვეტს მთლიანად იმის შესახებ საუბარს, თუ როგორ გაატარა დრო თუნდაც სამსახურში. “ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ისინი საიდუმლოს ინახავენ”, – ამბობს დოქტორი ტესინა.

3) თქვენი სქესობრივი ცხოვრება იწყებს განადგურებას

ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი რამ, რაზეც ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი გღალატობთ. თუმცა რეალობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ და გაიგოთ თქვენს ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება საჭიროა, თუ არა. დოქტორი ტესინა აღნიშნავს, რომ პარტნიორი, რომელიც ხშირად უბრალოდ არ არის დაინტერესებული ამგვარი ურთიერთობით, დეპრესიის და სხვა სამედიცინო საკითხების მომიმიზეზებისდა გამო, შესაძლოა გღალატობდეთ.

 

4) ჩნდება შემთხვევითი საჩუქრები

რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დავადანაშაულოთ ჩვენი საყვარელი ადამიანი, თუ ის გადაწყვეტს რაიმე მცირედი საჩუქრით გვასიამოვნოს, თუმცა დოქტორი ტესინა შეგვახსენებს, რომ ე.გ. “დანაშაულის საჩუქრები” ჩნდება მაშინ, როდესაც პარტნიორს რაიმეს შიში აქვს და ეს რაიმე სავარაუდოდ მისი საიდუმლოს გამჟღავნებაა. თუ პარტნიორი, რომელსაც არასდროს მოფიქრებია ყვავილების ყიდვა მოულოდნელად იწყებს სახლში ვარდების შემოტანას და ამას რეგულარულად აკეთებს, რაღაც შეიძლება იყოს ამაში დამაეჭვებელი.

5) მას აქამდეც უღალატია თქვენთვის

“სამწუხაროდ ძველი სიბრძნე ამტკიცებს – მოღალატეები ღალატობენ” – ამბობს დოქტორი თინა ბ. ტესინა (ფსიქოთერაპევტი და ავტორი წიგნისა: “ფული, სექსი და ბავშვები”). “ამიტომაცაა დაუშვებელი, რომ დაქორწინდეთ მასზე, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ სექსუალურ უფლებებს, ფიქრობენ, რომ ღალატი ჩვეულებრივი ამბავია და აგრძელებენ ამგვარად მოქცევას” – განმარტავს იგი.

loading…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *