Загрузка...

5 რამ, რაც სასიყვარულო ურთიერთობაშუ ზედმეტია

შესაფერისი პარტნიორის პოვნა რომ ძნელია, ეს უდავოა. თუმცა მხოლოდ პოვნა ხომ საკმარისი არაა? უნდა იპოვო, “მოიპოვო” და შეინარჩუნო. ხშირად, ჩვენ მათ უამრავ წვრილმან თვისებას ზედმიწევნით ვაკვირდებით, მის პატარა ნაკლსაც ვაკრიტიკებთ. ნუთუ მხოლოდ მამაკაცები არიან ურთიერთობის ნგრევის მიზეზი? ზოგჯერ საკუთარ ქცევასაც რომ დავაკვირდეთ, ცუდი არ იქნება.

იდეალური არავინ არის, ამას ყველა ვეთანხმებით, მაგრამ თვით იდეალურობაც ძალიან ზოგადია, ერთი შეხედვით უნაკლოობა შეიძლება თავად იყოს ერთი დიდი ნაკლი. გარკვეული შტრიხების არ არსებობა ისეთივე ნაკლია, როგორიც მათი ზედმეტობა. სწორედ ეს “ზედმეტი” მოქმედებები უთხრის ძირს ურთიერთობებს, ცვეთს და აფუჭებს მათ.

ზედმეტი ყურადღება

შეიძლება უყურადღებობა ცუდია, თუმცა ზედმეტ ყურადღებას ნამდვილად ჯობია საყვარელი მამაკაცის მიმართ უყურადღებო იყო. მიზეზი? ეს მოსაბეზრებელია (მით უმეტეს მამაკაცისთვის), ეს შეგიქმნის დისკომფორტს და კომპლექსს თუ სანაცვლოდ იმდენსავე ყურადღებას ვერ მიიღებ. მამაკაცი ბუნებით მონადირეა და თუ შენში ადვილად მოსანადირებელი ცხოველი დაინახა, აუცილებლად დაიწყებს სხვა “ცხოველებზე” ნადირობას. ამიტომ, გირჩევ ყურადღება გამოიჩინე მოულოდნელ ვითარებებში, ეცადე სხვა რამეებსაც დაუთმოთ დრო, რომ ნათლად გაუსვა ხაზი, რომ  მხოლოდ მის გამო არ ცხოვრობ.

ზედმეტი ლაპარაკი

გასაგებია, რომ შენს გარშემო ბევრი რამ ხდება, თუმცა ბევრი დეტალი, რომელიც შენ საინტერესოდ გეჩვენება, შესაძლოა მისთვის მომაბეზრებელი, სავალდებულოდ მოსასმენი სიტყვების ერთობლიობა იყოს. ამიტომ უმჯობესია ამ ყველაფერზე შენს მეგობრებთან ფინჯანი ყავის ფონზე ისაუბრო. გარდა ამისა, რაც უფრო მეტს ისაუბრებ საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლებად იდუმალი იქნები მისთვის, ამიტომ, ნუ ილაპარაკებ ბევრს, დარჩი ამოუცნობი და საინტერესო.

ზედმეტი მაკიაჟი

შეიძლება მაკიაჟი ხაზს უსვამს შენი ნაკვთების სილამაზეს,  თვალის ფერს ან ტუჩების ფორმას, თუმცა ზედმეტობა აუცილებლად შეუქმნის შენს პარტნიორს დისკომფორტს. ცნობილია, რომ მამაკაცებს არ უყვართ ხელოვნურობა, ისინი შენში ბუნებრიობას უფრო დააფასებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაკიაჟი საერთოდ არ გაიკეთო. უბრალოდ, ბევრი ტონალურის სახეზე ფენად დადებას, რა თქმა უნდა ჯობს თხლად გადაინაწილოთ ის. ასევე, სახეზე ერთდროულად რამდენიმე დეტალს ნუ გაუსვამ ხაზს, თორემ შენი სახე ერთიანად “იყვირებს”.

მაგალითად, თუ თვალების ჩახატვა გადაწყვიტე, ტუჩებზე მკვეთრი ფერის პომადას მოერიდე, ან პირიქით, თუ ტუჩებს უსვამ ხაზს, შეეცადე, თვალებზე მხოლოდ ძალიან მკრთალად ან საერთოდ არ გამოიყენო მაკიაჟი.

ზედმეტი აქტიურობა

მასთან ერთად სიარული, შენს მეგობრებთან ან მის მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება უდავოდ კარგია, მაგრამ შეეცადე ინიციატივა ნაკლებად გამოიჩინო, ან თხოვნა სადმე წასვლაზე გადაიყვანო შეთავაზების რეჟიმში. მაგალითად: “კინოში ის ფილმი გადის მე რომ მინდა, წავიდეთ რა” ჯობს შევცვალო  “მე კინოში ვაპირებ წასვლას, თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი“.

დამიჯერე, თუ მას შენთან ერთად უნდა წასვლა, არ მოერიდება, ხოლო თხოვნაზე უარის თქმა, შესაძლოა შენთვის საწყენი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ან ის უნდა გააკეთოს,რაც არ უნდა, ან უბრალოდ გაწყენინოს.

ერთხელ შეიძლება დაგთანხმდეს, მაგრამ მუდმივად იმის კეთება, რაც არ გინდა მგონი შენთვისაც მოსაწყენი იქნებოდა.

ზედმეტი ერთგულება

ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ. ზედმეტ ერთგულებაში ვგულისხმობ მომენტს, როცა ის ხვდება, რომ შენთვის მზესავით ერთადერთი და განუმეორებელია(არ გააგებინო იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მართლა ასეა). შეეცადე სხვა მამაკაცების არსებობაც შეიმჩნიო. რა თქმა უნდა მათთან პაემანზე სიარულსა და ურთიერთობას არ ვგულისხმობ, თუმცა აღნიშვნა რომ ვიღაც სიმპათიურია, ვიღაც თქვენით დაინტერესებულია არასოდესაა უსარგებლო თქვენი ურთიერთობისთვის. ორი რამ განსაზღვრავს მამაკაცის შენდამი დამოკიდებულებას ყველაზე მეტად : 1. რომ შენთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი არაა. 2. რომ შენით მხოლოდ ის ერთადერთი არაა აღტაცებული.

მამაკაცებზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის შემდეგ, სხვა წყვილებზე დაკვირვებისა და მათი დაშორების/ურთიერთობის ნგრევის საფუძველზე, ჩემი აზრით, ეს 5 ყველაზე გავრცელებული ზედმეტი ქმედებაა, რომლებსაც ქალების მხრიდან აქვს ხოლმე ადგილი.

არ ვიცი გიფიქრია თუ არა ამაზე, მაგრამ გადახედე წარსულ თუ ახლანდელ ურთიერთობებს, დაძაბე გონება და გაიხსენე წვრილმანი დეტალები, შესაძლოა აღმოაჩინო ძაღლის თავი, რომელიც სადმე იქვეა დამარხული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *