Загрузка...

8 ნიშანი, რომ საუკეთესო ურთიერთობაში იმყოფებით

ურთიერთობა – ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია. ეს შეიძლება იყოს რომანტიული ან პლატონური ურთიერთობა, თუმცა ასეა თუ ისე, ისინი ადამიანებს აერთიანებენ. მაგრამ, როგორც ცხოვრების ბევრ ასპექტში, ურთიერთობაში ცვლილებები გარდაუვალია. სტატიაში გთავაზობთ 8 ნათელ ნიშანს, რომ თქვენ ბედნიერ ურთიერთობაში ხარ.

1. თქვენ ბუნებრივად იქცევით

ცხოვრებაში კომპრომისის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ურთიერთობებში. ყველაზე ჯანსაღი ურთიერთობა – ეს არის ის, სადაც თითოეულ პარტნიორს შეუძლია ბუნებრივად მოიქცეს, ყოველგვარი ძალისხმევის და შიშის გარეშე.

Загрузка…

2. წარმატებას მასთან ერთად აღნიშნავთ

საუკეთესო ურთიერთობაა ის, რომელშიც პარტნიორები საკუთარ ეგოს ნაკლებად აფასებენ და ერთმანეთის წარმატება გულწრფელად უხარიათ.

3. თქვენ ერთმანეთს ინსპირირებთ

ნებისმიერი ადამიანი უჩივის რაღაცას ან ვინმეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ ან მაშინ როდესაც რაიმე სტკივათ. კარგ ურთიერთობაში პარტნიორები ერთმანეთს სირთულეების გამკლავებაში ეხმარებიან და მხარს უჭერენ, რათა ერთ-ერთი მათგანი არასასიამოვნო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

4. თქვენი განსხვავებები არ წარმოადგენს დაბრკოლებას

ურთიერთობების უმეტესობა პარტნიორების მსგავსებაზეა აგებული და ეს გასაგებია, რადგან ასე ბევრად უფრო ადვილია საერთო ინტერესების მოძებნა. თუმცა, განსხვავებები კვლავ იქნება და ეს გარდაუვალია – ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. მაგრამ მთავარია – არ მისცეთ ამ განსხვავებებს საშუალება, რომ ურთიერთობებში ხელი შეგიშალოთ.

 

5. წარსული რჩება წარსულში

თუ ჩვენ ყველაზე დასამახსოვრებელ ურთიერთობებზე გვკითხავენ, მაშინ უმეტესობა სწრაფად დაიწყებს ყველაზე ნათელი მომენტების გახსენებას, რათა ლამაზი სურათი შეიქმნას. თუმცა, საუკეთესო ურთიერთობა არის ის, რომელშიც ამჟამად იმყოფებით, თუნდაც წარსულში მართლაც ძალიან კარგი და სასიამოვნო მომენტები გქონოდათ.

6. არავითარი გონების თამაში

ეს განსაკუთრებით ეხება ურთიერთობის რომანტიკულ დასაწყისს, როდესაც შეყვარებულების უმეტესობას მოსწონს მღელვარება და გაურკვევლობა, რომელიც ახალი ადამიანის გაცნობისას ეუფლებათ. ასეთ მომენტში პარტნიორები აუცილებლად უშვებენ რაიმე შეცდომას, რამაც შეიძლება მწვავე შეგრძნებები გამოიწვიოს.

7. ურთიერთობა ავსებს თქვენს ბედნიერებას

ჯანსაღი ურთიერთობა არის ის, რომელიც მიგაჩნიათ, რომ ავსებს თქვენს ურთიერთობას და არ მიგაჩნიათ მის საფუძვლად. ბედნიერი პარტნიორები არ უყურებენ თავიანთ ურთიერთობას, როგორც სიცარიელის შევსების საშუალებას ან როგორც ინსტრუმენტს, რომელიც აუმჯობესებს განწყობას.

8. თქვენ აცნობიერებთ, რომ ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დამთავრდეს

ეს პუნქტი შეიძლება საშინლად მოგეჩვენოთ, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ საუკეთესო ურთიერთობა არის ის, სადაც ორივე პარტნიორი იგებს და იღებს იმ ფაქტს, რომ ურთიერთობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს.

Загрузка…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *