Загрузка...

სექსი, რომელიც ქორწინებას წერტილს უსვამს

ყველამ ვიცით, რომ სექსუალური ცხოვრება ქორწინებისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა. თუმცა, ზოგჯერ მის მნიშვნელობას ვერ აღვიქვამთ და ამით უდიდეს შეცდომას ვუშვებთ. პრობლემები სექსში ურთიერთობებს, ქორწინებებს ასრულებს. 6-მა ადამიანმა გადაწყვიტა, საკუთარი მძიმე გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ნახე, რატომ შეიძლება დაუსვას სექსმა წერტილი ქორწინებას.

loading…


1. ,,17 წლის ვიყავი, როცა ჩემი ყოფილი ცოლი გავიცანი და ის იყო პირველი, ვისთანაც სექსი მქონდა. დაქორწინების შემდეგ, ვფიქრობ, ორივე “გავიჭედეთ” და სექსში სიახლეების აღმოჩენა აღარ შეგვეძლო. ერთმანეთთან უფრო მეტად გახსნა გამოგვივიდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი გაგვიჩნდა, სექსი აღარ გვსიამოვნებდა. ბევრად უკეთესი მეგობრები და მშობლები ვართ, ვიდრე წყვილი” – ლუკასი, 31 წლის.

 

2. ,,მე და ჩემი ყოფილი მეუღლე სექსის სხვადასხვა ტალღაზე ვიყავით, მერე კი, მან მიღალატა. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა, რომ მონოგამიური ქორწინება არ სურდა და მე წამოვედი” – კლერი, 32 წლის.

 

sex-life-ruined-reasons

 

3. “მე და ჩემს ექს-მეუღლეს წელიწადნახევრიანი ქორწინების განმავლობაში სექსი მხოლოდ 3-ჯერ გვქონდა. ვიცოდი, რომ ეს ძალიან არასწორი იყო, მას კი ამ პრობლემის გადასაჭრელად არანაირი ინტერესი გამოუვლენია (სამედიცინო, ემოციური და სხვ.). შენ იმსახურებ, რომ იყო ქორწინებაში მასთან, ვინც თავს სასურველად გაგრძნობინებს” – დონორა, 33 წლის.

4. “ჩემი ყოფილი შესანიშნავი საყვარელი იყო და სიამოვნება, რომელსაც ის რეგულარულად მანიჭებდა, არასდროს მქონდა განცდილი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ ხშირად სექს-მუშაკებთან დადიოდა. როგორც კი ეს აღმოვაჩინე, სექსი აღარ გვქონია” – კრისტალი, 51 წლის.
fifteen-times-having-sex-ruined-your-life
5. “როდესაც პირველად დავქორწინდი, არ მესმოდა ქალისა და მამაკაცის სექსუალური ცხოვრების განსხვავებები. უფრო ზედაპირული ვიყავი, ჩემს ცოლს კი უფრო ხანგრძლივი, ინტიმური სექსუალური კავშირი სურდა. ამას იმდენად ვერ აღვიქვამდი, რომ მის თხოვნებს სექსის გახანგრძლივებისა და ინტიმურობის შესახებ ყურადღება ვერ მივაქციე” – ლუ, 51 წლის.
loading…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *