Загрузка...

რატომ არის ბუნებაში სექსი განსაკუთრებით სასარგებლო

სუფთა ჰაერზე სექსს ორგანიზმისთვის უფრო დიდი სარგებელი მოაქვს, ვიდრე საძინებელში. ეს გაარკვიეს მეცნიერებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სუფთა ჰაერზე სექსის დროს ორგაზმის განცდის ალბათობა 12%-ით მაღალია.

1. სუფთა ჰაერი – ენდორფინები

ენდორფინები (ბედნიერების ჰორმონი) მოძრაობის დროს სტრესის ჰორმონების წვის შედეგად გამოიყოფა. ხოლო, როცა ადამიანი სექსის დროს უფრო აქტიურად მოძრაობს, ამ ჯადოსნურ ჰორმონებს გაცილებით დიდი რაოდენობით ვიღებთ. ენდორფინების მოზღვავება ზრდის ლიბიდოსაც და სექსი განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება.

loading…




2. ჟანგბადის დიდი დოზით მოწოდება გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს

ფიზიოლოგების მიერ დამტკიცებულია: რაც უფრო ღრმად და ხშირად ვსუნთქავთ, მით მეტ ჯადოსნურ ჟანგბადს ვიღებთ, რაც გონებრივ მუშაობას აუმჯობესებს და დადებითად აისახება კანზე. ვნებიანი სექსის დროს, ფილტვების ვენტილაცია ორმაგდება, ჟანგბადის მაღალი მიწოდება კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, დადებითად მოქმედებს კანზე – ჟანგბადის ნაკლებობის დროს კი დუნდება და ყვითლდება.

3. სუფთა ჰაერზე სექსი უფრო აჭკვიანებს

ეს, ალბათ, ყველაზე მოულოდნელი შედეგია. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი კვირაში სამჯერ სუფთა ჰაერზე 40-წუთიან გასეირნებას მოაწყობს, ტვინის მუშაობა აქტიურდება. ის უფრო მარტივად იმახსოვრებს ინფორმაციას, სწრაფად წყვეტს ლოგიკურ დავალებებს, აქვს უფრო კარგი და არაორდინალური იდეები.

საბოლოოდ, მეცნიერების კვლევით აღმოჩნდა, რომ საკმარისია მხოლოდ კვირაში ორჯერ 15-წუთიანი სექსი ბუნებაში. შესაძლოა, თქვენს პარტნიორთან ერთად აინშტაინი ვერ გახდეთ, თუმცა, უქმეებზე მსგავსი “ბუნებრივი” სექსის შემდეგ სამსახურში პრობლემები გაცილებით მარტივად გადაწყდება.

თუ ბუნებაში სექსი არ გამოვა, ეცადეთ, თუნდაც სამსახურის შემდეგ საყვარელ ადამიანთან ერთად პარკში გაისეირნოთ.

loading…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *