Загрузка...

10 რამ, რასაც მხოლოდ შეყვარებული მამაკაცები აკეთებენ

მამაკაცთა უმრავლესობა არ არის ”გამოცდილი” თავიანთი გრძნობების სიტყვებით გამოხატვაში. შესაბამისად, ისინი მათ სხვადასხვა მოქმედებებით და საქმეებით გამოხატავენ. მაგალითად, დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ძლიერები უნდა იყვნენ, რათა დაიცვან მეორე ნახევარი. Bos.Ge კი გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომელასაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის დროს დაგანახებენ.

Загрузка…

10. უყვარხართ და პატივს გცემთ ისეთს როგორიც ხართ

დღესდღეობით, გარშემორტყმულნი ვართ ზედაპირული სილამაზით, რასაც მოყვება ზედაპირული ურთიერთობა. თუმცა, მამაკაცი, ვინც ნამდვილად შეყვარებულია, არ ეყვარება ქალი მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამო. გარა სალამაზისა მას პარტნიორის ნაკლოვანებებიც უყვარს.

9. ის არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი

მამაკაცი, ვისაც ნამდვილად ეყვარება პარტნიორი არ ექნება პრობლემა თუ ქალი მასზე წარმატებული იქნება და მის მიღწევებს გულწრფელად დააფასებს. ის ასევე ეტყვის თავის მეგობრებს თუ როგორ ამაყობს ასეთი მეწყვილით.

8. ის გიცავთ თქვენ

მამაკაცს თუ ნამდვილად ეყვარებით არასდროს დაუშვებს თქვენ გულისტკენას. ის ყოველთვის იდგება თქვენსა და საშიშროებას შორის, არ აქვს მნიშვნელობა ეს საფრთხე რამდენად ემოციური ან ფიზიკური იქნება. ასევე ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და ზიანს არასდროს მოგაყენებთ.

7. ის აფასებს თქვენს მოსაზრებებს

შეყვარებული მამაკაცი აფასებს მეწყვილის მოსაზრებებს. ის თქვენსაზე მეტად არასდროს დააფასებს სხვის შეხედულებებს არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკა, რელიგიას თუ ბიზნესს შეეხება.

 

6. ის გისმენთ

ის არასდროს გამოჩნება დისტანციური, როდესაც დაელაპარაკებით, რადგან ეცოდინება, რომ ეს ორივესთვის ძალიან მნიშვნელობა, ხოლო მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ტრივიალურ თემაზე დაგიწყებთ ლაპარაკს. ის ყოველთვის გამონახავს თქვენთვის დროს, რადგან მისთვის სამყაროზე მნიშვნელოვანი ხართ.

 

5. მას ახსოვს

მას ახსოვს თუ როგორ ძალიან გიყვართ ყავა, რომელია თქვენი საყვარელი ფერი ან საყვარელი ფილმი. ის გისმენთ და იმახსოვრებს ნებისმიერ დეტალს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. თქვენ შეიძლება გაოცდეთ კიდეც თუ რამდენი რამ ეცოდინება მას თქვენზე, მაგრამ ასეთი მამაკაცისთვის ეს ბუნებრივიცაა.

4. ყოველთვის დაგეხმარებათ

როდესაც დაგჭირდებათ ის ყოველთვის გამონახავს დროს თქვენს დასახმარებლად. მამაკაცი, ვისაც ნამდვილად უყვარხართ არასდროს მიგატოვებთ მაშინ, როდესაც თქვენს ის ყველააზე მეტად გჭირდებათ.

 

3. თუ საკმარისად უყვარხართ მზადაა გაგიშვათ

თუ ნამდვილად უყვარხართ ის არასდროს გააპროტესტებს თუ მეგობრებთან ერთად გაატარებებთ საღამოს. არასდროს მოუნდება მთელი თავისუფალი დრო დაუთმოთ, რადგან იცის, რომ მის გარეთაც გაქვთ ცხოვრება. თუ ამის საჭიროება იქნება ის აუცილებლად გაგიშვებთ, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში ვერ გნახოთ.

2. მას ენატრებით

როდესაც გარკვეული დროით წასული იქნებით საქმიან მოგზაურობაში, ან თუნდაც მშობლების მოსანახულებად მას ნამდვილად მოენატრებით. ის ასევე მოგწერთ ან დაგირეკავთ, რათა გაიგონოს თქვენი ხმა და სულმოუთქმელად დაელოდება თქვენს ჩამოსვლას.

1. ის გრძნობს თქვენს ტკივილს

ის თქვენთან ერთად იგრძნობს ტკივილს, მაშინაც კი თუ ვერაფრით მოახერხებს დახმარებას. შეყვარებულ მამაკაცს ყოველთვის უნდა დაიცვას პარტნიორი, და როდესაც ქალს რაიმე სტკივა ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ტკივილი შეუმსუბუქოს.

Загрузка…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *