Загрузка...

ტესტი ქალებისთვის: აირჩიეთ კაბა და გაიგეთ საკუთარ თავზე საინტერესო რამ

ტანსაცმლის არჩევას ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, ასე თვლიან ფსიქოლოგები. სწორედ ამიტომ ჩვენი რედაქცია მსგავ ტესტს გთავაზობთ: აირჩიეთ კაბა და გაიგეთ საკუთარ თავზე რაღაც საინტერესო…

კაბა №1

თუ თქვენ პირველი კაბა აირჩიეთ, მაშინ ქალურობა თქვენი მეორე სახელია. ნაზი და ოდნავ გულუბრყვილო, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, გულში ისევ პატარა გოგონად რჩებით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სულელი ხართ, პირიქით, თქვენ სიბრძნით სავსე ბრძანდებით. მოცემულ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს გულით ღებულობთ. ბევრმა თქვენმა მეგობარმა ამის შესახებ იცის და ამიტომაც რჩევას ხშირად გთხოვენ ხოლმე…

კაბა №2

ეს კაბა ნამდვილი ლედის არჩევანია. ასეთი ქალბატონი, ნებისმიერ ტანსაცმელში და ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან დახვეწილად გამოიყურება. ეს ქალბატონები სამუშაო ტანსაცმელშიც კი ძალიან ელეგანტურად გამოიყურებიან. ამ ქალბატონებს ძალიან ღრმა და ჰიპნოზური შესახედაობა აქვთ, რისი დავიწყებაც საკმაოდ ძნელია. მამაკაცები ხშირად გეუბნებიან ხოლმე კომპლიმენტებს.

Загрузка…

 

კაბა №3

ასეთი კაბა ძალიან იდუმალი ქალბატონების არჩევანია. რა თქმა უნდა ყველა ქალი პატარა ჯადოქარია, მაგრამ ესენი განსაკუთრებით. ამ ქალბატონებს წარმოუდგენელი სილამაზე აქვთ, თუმცა პირველ ადგილზე შესახედაობას არ აყენებენ და ადამიანებსაც გარეგნობით არასდროს აფასებენ…

კაბა №4

წითელი კაბა შემოქმედებითი და ცქრიალა ქალბატონების არჩევანია. ასეთმა ქალებმა იციათ, თუ როგორ უნდა წარადგინონ საკუთარი თავი. ასეთი ქალის ოთახში შესვლის დროს ყველა სხვა ადამიანის მზერა მისკენ იმართება. ისინი ასეთ ყურადღებას ბავშვობიდანვე იქცევენ. ისინი იდეალური ცოლები არიან, გემრიელ საჭმელს ამზადებენ, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიან და ასე შემდეგ.

კაბა №5

ასეთ კაბას ღია და გულწრფელი ქალბატონები ირჩევენ. ასეთი ქალები საკუთარ თავს პირველ ადგილზე არასდროს აყენებენ. ეს ქალები შესანიშნავი მეუღლეები და მზრუნველი დედები არიან…

Загрузка…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *