Загрузка...

ყველაზე აუტანელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩვენ გთავაზობთ აუტანელი ქალების ჩამონათვალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. წაიკითხეთ ქალბატონებო და დაიმახსოვრთ რა აშინებთ მამაკაცებს თქვენში. თქვენ კი მამაკაცებო აირჩიეთ სასურველი ხასიათის ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თხის რქა

ქალი თხის რქა ტვინის ბურღვის მე-80 level-ზეა. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში იგი გაუთავებლად საუბრობს ,,ტრალალა ტრალალა ტრალალა”… მაგრამ ეს მისი მონოლოგის დასაწყისიც კი არ არის. და რამდენი ასეთი ხუთი წუთია, მაგრამ ის ისეთი საყვარელია …

მერწყული

ქალი მერწყული აბსოლუტურად მოუხელთებელია, რითაც აშინებს მამაკაცებს. ქალის გულზე მონადირე მამაკაცებმა კარგად იციან მასთან ურთიერთობის სირთულეები და ხვდებიან, რომ შესაძლოა წლები დასჭირდეს მათი გულის მონადირებას. როდესაც ყველა რესურსს ამოწურავენ და დანებდებიან სწორედ მაშინ ესხმის თავს ქალი მერწყული, მიიმწყვდევს კუთხეში შიშველს და შეუიარაღებელს.

 თევზები

ქალი თევზები მამაკაცებს აშინებენ განსაკუთრებული სიცივით. შესაძლოა, მამაკაცმა დიდი ხანი იზრუნოს მასზე, გაანებივროს საჩუქრებით, მოუწყოს რომანტიული შეხვედრები, ატაროს ხელისგულზე, მაგრამ არანაირი რეაქცია. როდესაც მამაკაცს ყველა იმედი გადაეწურება და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, სწორედ მაშინ თევზი გაახელს თვალებს და ეტყვის – საყვარელო, მომიტანე რაიმე გემრიელი და წადი, ხელს ნუ მიშლი.

 

ვერძი

მამაკაცი ყველაფერს აკეთებს მისი გულის მოსაგებად, მაგრამ ქალი ვერძი არასდროს არ არის კმაყოფილი და უფრო მეტს ითხოვს.

 

კურო

აი, ეს არის მსოფლიოში სიბოროტის უმაღლესი წერტილი. ქალბატონი კურო არის კაცების ყველაზე საშინელი კოშმარი. სწორედ, მის შესახებ წერენ აღშფოთებული მამაკაცები ფორუმზე – მხოლოდ კაცებისთვის. კუროს ხსენებისას მამაკაცები იღებენ ისეთ სახეს, თითქოს ყველა კბილს ერთად უღებენ ან შეაწუხათ ბუასილმა (ყველამ იცით სადაც). ისინი სწორედ, ქალი კუროს შესახებ მოუყვებიან შვილიშვილებს საშინელ ზღაპრებს. ის არის მერკანტილური ქალი.

 

 ტყუპები

ქალი ტყუპები – თავისუფლების მოყვარული ქალბატონები. აკეთებს იმას რაც უნდა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თვითონაც არ იცის, რა უნდა. პრინციპში, ეს საშიში სულაც არ არის, თუ არ ჩავთვლით მის თვისებას, რომ შემთხვევითი ურთიერთობის მოყვარულნი არიან. მის გვერდით მყოფი კაცები კარგავენ ნერვებს, ფულს და რეპუტაციას.

 კირჩხიბი

ქალი კირჩხიბი თავიდან არავის არასდროს აშინებენ. ისინი ყველას მიმართ ერთნარიად თბილი და მოსიყვარულეები არიან. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოდ მტკივნეულია. როდესაც უიღბლო მამაკაცი გაიგებს, რომ კირჩხიბის მეორე სახელია ,,მტანჯველი”, უკვე გვიანია.

 ლომი

ქალ ლომს თეორიულად სიახლოვეს არავინ უნდა მიეკაროს, იმიტომ რომ მისი მკვეთრად გამოხატული ამპარტავნული გამომეტყველება და მანერა ყველაზე გაბედულ მამაკაცსაც უნდა აშინებდეს, მაგრამ არა! ლომი რატომღაც ყველას იზიდავს. საბედნიეროდ, ქალმა ლომმა იცის ერთი ჯადოსნური ფრაზა ,,დამიფინე მთელი სამყარო ფეხქვეშ!”

 

 ქალწული

კარგი იქნება თუ ქალწულს დავარქმევთ ,,სახიფათო ქალს”. თუ ზოდიაქოს სხვა ნიშნები თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე გაუაზრებლად აშინებენ მამაკაცებს, ქალწული ამას შეგნებულად და სიამოვნებით აკეთებს. ქალწული ისე აკრიტიკებს მამაკაცს, რომ მას თავს არარაობად აგრძნობინებს. ყოველთვის ურტყამს მტკივნეულ ადგილას და უყურებს როგორც სამკურნალო ობიექტს.

 

სასწორი

ქალ სასწორთან ყველაფერი ხდება უეცრად და ურთიერთგამომრიცხავად. ის ისეთი მეოცნებე და უსუსურია … ის მოწყვეტილია რეალობას და ძალიან უმწეოა, როგორც წესი, მამაკაცებს უნდა იზიდავდეს როგორ მაგნიტი. მის დასახმარებლად ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან. გადის ერთი დღე, ორი დღე და ისინი ხვდებიან, რომ სიბერე უკვე ახლოსაა. ქალ სასწორს უჭირს ჩამოყალიბება და საკუთარ თავში გარკვევა.

მორიელი

ქალი მორიელი თავისი არსებობით უკვე აშინებს მამაკაცს. ის არის საიდუმლოებებით მოცული ობიექტი და ეშმაკმა უწყის, რას უნდა ველოდოთ მისგან. უმჯობესია გავეცალოთ.

მშვილდოსანი

სასურველი იქნებოდა, ქალი მშვილდოსნის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეწოდებინა, მაგრამ შემოვიფარგლებით ერთი წინადადებით: თვითონ მოიგონა და თვითონვე გაბრაზდა! ,,შარო საიდან მოდიხარო” და მშვილდოსნიდანო. 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *