Загрузка...

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელმაც პატიება საერთოდ არ იცის

როდესმე შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ყველაფერს ისეთნაირად აღიქვამს, რომ სიტყვების ფილტვრა გიწევთ, რათა ის არ გაანაწყენოთ? ისინი გულში წყენას დიდი ხნის განმავლობაში ინახავენ (ზოგჯერ მთელი ცხოვრება), მაშინაც კი, თუ გულწრფელად მოუბოდიშებთ. მათ შეიძლება მომენტში გაპატიონ, თუმცა ამას არასდროს დაივიწყებენ. მეგობრებო, სტატიაში წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებმაც პატიება საერთოდ არ იციან…

1. ლომი

ლომს პრინციპში პატიება შეუძლია, მაგრამ აი დავიწყება – არავითარ შემთხვევაში! მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მოუბოდიშა, არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველაფერს ბრახ და დაივიწყებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წამომადგენლები წყენას მარტივად არ უშვებენ, მათ უმეტეს შემთხვევაში შურისძიების სურვილიც კი აქვთ, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს თოკავენ ხოლმე და ასეთ დონეზე არ ეცემიან.

 

2. თხის რქა

თხის რქებს ყველაზე მეტად ჩხუბი და საყვარელ ადამიანთან უთანხმოება ეზიზღებათ. დიდი კომფლიქტი იყო თუ პატარა დავა – არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც თხის რქები ნაწყენები არიან, ისინი ამას მალავენ, კატეგორიულ უარს ამბობენ მომხდარის განხილვაზე და არ ცდილობენ რაიმე კომპრომისის პოვნას. უნდა ითქვას, რომ ეს მავნე და ცუდი ჩვევაა. თუმცა ეს ნიშანი ერთ რამეს მიხვდა: როდესაც ადამიანებმა იციან, რომ მათ თქვენს გრძნობებზე თამაში შეუძლიათ, ისინი თქვენს გამოყენებას იწყებენ…

 

3. ქალწული

ქალწული ძალიან ბუტიაა, ასე რომ სანამ რამეს ეტყვით კარგად დაფიქრდით. ნებისმიერმა წარუმატებელმა ხუმრობამ ან დაუზუსტებელმა ფრაზამ ქალწული შეიძლება კალაპოტიდან ამოაგდოს და ის, თქვენზე დიდი ხნის მანძილზე იყოს ნაწყენი. თუ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, წყენისა და იგნორირების ნაცვლად უმჯობესია საკუთარ თავზე იმუშაოთ, რათა იმედგაცრუებამ შიგნიდან არ შეგჭამოთ…

 

4. სასწორი

სასწორს ნებისმიერი დაპირისპირება მთელი გულით სძულს, ასე რომ, როდესაც რაიმე ჩხუბი იწყება, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კომფლიქტი აღარ გაღრმავდეს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ოსტატურად თამაშობს და აჩვენებს, რომ მას არაფერი არ ადარდებს. ისინი თავიანთ ნეგატიურ გრძნობებს ყურადღებით მალავენ…

loading…


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *